5 კონგრესმენის 4 დღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს ოფიციალური შეხვედრებით იწყება. დელეგაცია საქართველოს გვიან ღამით ეწვია. ამერიკელი კონგრესმენები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრებს და პარლამენტის წევრებს.
წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.
დღეს დილით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრთა პირველი კომენტარები, რომელთა თანახმად, ვიზიტის მიზანი საქართველოს მხარდაჭერაა. მათი ინფორმაციით, საქართველოში შეხვედრებისას განიხილავენ ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსაც.