ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით სტიქიით დაზარალებულ რეგიონში მომავალ კვირას, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა.
შტატში 718 ათას 500 ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ცნობისთვის, ქარიშხალი „იდა“ ქარიშხალ „კატრინას“ 16 წლისთავზე გამოჩნდა, რომელმაც მაშინ 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.