ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა

05 სექტემბერი 2021, 10:15 987 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობას მესამე წრეში გამოეთიშა. ნიკა მეთექვსმეტედფინალში მსოფლიოს 24-ე ამერიკელ ჩოგანს რეილი ოპელკას დაუპირისპირდება და 3 სეტში 6:7, 3:6, 4:6 დამარცხდა.

29 წლის ბასილაშვილის და 24 წლის ოპელკას მატჩი 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა. ნიკოლოზმა პირველ და მეორე ეტაპზე ამერიკელი ჩოგბურთელები სებასტიან კორდა და მაქსიმ ქრეისი დაამარცხა.

განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 5 ადგილით დაწინაურდა და 34-ე პოზიციაზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი