საქართველოს პრემიერ მინისტრმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მისი პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე განმარტება გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არხის მიერ მოხდა მისი პირადი მონაცემების გამოყენება ნებართვის გარეშე, რის შემდეგაც პრემიერი ფაიზერ-ის მეორე დოზაზე თვითნებურად დაარეგისტრირეს. ფაქტს პრემიერმამ სამარცხვინო უწოდა. პარალელურად, ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.