ქართველი მოციგურავეების წარმატება სლოვაკეთში

04 სექტემბერი 2021, 12:36 1088 ნახვა

მოციგურავების წარმატება სლოვაკეთში. ქალაქ  კოშიცეში, იუნიორთა  შორის  გრან პრის  მესამე  ეტაპზე, ქართველმა სპორტსმენებმა  ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ  ვერცხლის მედლები მოიპოვეს.  ეს იყო მათი სადებიუტო  გამოსვლა   და ქართული  ფიგურული ციგურაობის  ისტორიაში  პირველი  შედეგი  სპორტული  წყვილების კატეგორიაში. ქართველმა სპორტულმა  წყვილმა ურთულესი, ტექნიკური ელემენტებით  დატვირთული  პროგრამა წარმოადგინეს,  მხოლოდ  ერთ  რუს  სპორტულ  წყვილს  დაუთმეს  პირველი პოზიცია და  სეზონის საწყის ეტაპზე სერიოზული კონკურენცია გაუწიეს   სხვადასხვა  ქვეყნიდან წარმოდგენილ სპორტულ წყვილებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი