ქობულეთში სტიქიის შედეგად დამეწყრილია 8 სოფელი და დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი. უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაემატა. წყლის მასამ შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.