მეწყრული პროცესები

03 სექტემბერი 2021, 18:14 1004 ნახვა

უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა ხელვაჩაურში შექმნა. რამდენიმე სოფელში მეწყერი მეორედ  ჩამოწვა, გადაადგილება ისევ შეზღუდულია. სოფელ კიბეში გზაზე ჩამოწოლილმა მიწის მასამ გზა ჩახერგა და  ორი ოჯახი  გარესამყაროსაა მოწყვეტილი.  გზის სრულად გაწმენდას ტექნიკა გამოდარების შემდეგ შეძლებს. უხვმა ნალექმა საფრთხე შეუქმნა რამდენიმე  სახოვრებელ სახლს. დახმარებას ითხოვს სოფელ  მახოში ხინკილაძეების სოციალურად დაცველი ოჯახი. ისინი გასახლებას ითხოვენ, რადგანაც შიშობენ, რომ მეწყრული პროცესი განვითარდება, რადაგნაც  მათი თქმით, პროცესი დაწყებულია.  ნალექმა  დატბორა შიდა სასოფლო გზაც.  ადგილობრივები სანიაღვრეების  მოწყობას ითხოვენ. იმ სოფლებში, სადაც მეწყერი ჩამოწვა დილიდან  მუშაობს საგზაო დეპარტამენტის და ხელვაჩაურის მერიის მძიმე ტექნიკა. მცირე მეწყრული პროცესი დაფიქსირდა შუახევშიც. მიწის მასა რიკიხიდი- ცინარეთის დამაკავშირებელ გზაზეც ჩამოიშალა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი