გარდაცვალების გაახალგაზრდავებული მაჩვენებელი.მედიკოსებმა დღეს ვერ შეძლეს 20 წლის ქალის გადარჩენა. პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქედის მუნიციპალიტეტიდან გადაიყვანა. ბოლო დღე-ღამეში კი ვირუსმა სულ 81 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სპეციალისტების ინფორმაციით, ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ გზაზე იმყოფება.