ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის რეგისტრირებული მერობის სამი კანდიდატია.
ქედის მერობისთვის ქართული ოცნებიდან როლანდ ბერიძე, პარტია“ გახარია საქართველოსთვის“- ელგუჯა ნაკაშიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კი რამინ ბერიძე იბრძოლებენ.
პარტიული სიები და მაჟორიტარები, ამ დროისთვის, სულ რვა პარტიამ წარადგინა. ესენია: მესამე ძალა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი, ლელო საქართველოსთვის, ლეიბორისტები, გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო.