დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები შეხვედრას პირველად ბათუმში, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
3 თამაშის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 1 ქულა აქვს და ბოლოსწინა მეოთხე ადგილზე არის. კოსოვოს 2 მატჩში კი 0 ქულა აქვს.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება. თავის მხრივ კოსოვოც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს.
საქართველოს და კოსოვოს მატჩი დღეს 20:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.