საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგულშემატკივრო ატრიბუტიკის მაღაზია გაიხსნა. გარდა საგულშემატკივრო ატრიბუტიკისა, აქ შესაძლებელია ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით დატვირთული სასკოლო ინვენტარის შეძენაც.