ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ბათუმში კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს. გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ჯვაროსანთა მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ამ დანაკლისს სხვა ფეხბურთელები შეავსებენ და საქართველოს ნაკრები სასურველ შედეგს მიაღწევს. მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილიც ესწრებოდა.