პრემიერი: “ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი”

01 სექტემბერი 2021, 17:58 958 ნახვა

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსია ქართველი ხალხი, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა,ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების საპასუხოდ. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ზედაპირული განცხადებები არ უნდა აკეთონ.  ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს ევროპარლამენტარების კრიტიკას სასამართლო რეფორმაზე და აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა "ბევრად წინ უსწრებს" ევროკავშირის ქვეყნებისას. შეიძლება ითქვას, იდენტურია ვიცე-პრემიერის პოზიციაც.  ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილების ახსნა დავით ზალკანიანმა სცადა. ვიცე-პრემიერიც ეკონომიკის ნაწილში არგუმენტად საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს,  რაც შეეხება პოლიტიკურ კომპონენტს, თქვა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი