საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოფილი მოძალადე ხელისუფლება დღემდე აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ამის 0%-იანი შანსი არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი გზა როგორმე პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, არის სწორედ დესტაბილიზაციის, რევოლუციის და არეულობის გზა, რაც მათი ხელწერაა.
პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა არეულობას არ დაუშვებს.
''ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად რაც აწუხებს დღეს - უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. ხალხს განვითარება, პროგრესი სჭირდება. ამისთვის საჭიროა ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პროგრამები და საქმე. ამ მიზნით ბოლო წლებში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“ და უამრავი სხვა, რითაც ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ისარგებლა. ახლა ჩვენი მიზანია, ეს პროგრამები მაქსიმალურად გავაფართოოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მოიცვას მთელი ქვეყანა და თანაბრად განვავითაროთ, თითოეული ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.