ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა მოგებით დაიწყო

31 აგვისტო 2021, 23:57 1698 ნახვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. ბასილაშვილი მეთექვსმეტედფინალში მსოფლიოს 45-ე ჩოგანს ამერიკელ სებასტიან კორდას გასცდა.

შეხვედრა ამერიკელმა მეორე სეტში მიატოვა, როდესაც ნიკა 2:1 იგებდა. პირველ სეტიც ბასილაშვილის სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.

მსოფლიო 39-ე ქართველი ჩოგანი მერვედფინალში ესპანელ კარენო ბუსტას და ამერიკელ მაქსიმე კრისის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი