როგორც კოვიდით ინფიცირებული პაციენტების ახლობლების განმარტებით, პრეპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პაციენტის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაუკავშირდნენ.