მთავრობას ევროკავშირის დახმარება არ ჭირდება

31 აგვისტო 2021, 20:03 1454 ნახვა

საქართველო უარს ამბობს ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ არგუმენტად  საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა, რისიც არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რეალურად ეს არის ევროკავშირის სანქცია. მაგრამ  ეს,  რომ  ასე  არ  აღმქმულიყო მთავრობამ წინსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში თემას დღეს ბრიფინგით უპასუხეს. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს დახმარების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი