ორმხრივი შეხვედრები

26 ნოემბერი 2016, 00:00 3107 ნახვა

თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი  აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა; სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან,   თურქმენეთის პრეზიდენტთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან.

ამავე კატეგორიაში