სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ რამდენიმე სამალავში ჰქონდა.
ბოლო 2 თვის მონაცემებით, ,,სარფი"-ს საბაჟოზე დაახლოებით 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.