კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების საფუძველი ჯერ არ არის და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს ჰოსპისტალური სექტორი-ასეთია ეპიდვითრება ქვეყანაში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვირუსის გავრცელების პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და მოლოდინია შემთხვევების დაღმა სვლის ეტაპისა. რაც შეეხება გარდაცავლების მაღალ მაჩვენებელს, სპეციალისტების თქმით, გარდაცვალების კლებას სჭირდება პერიოდი, რასაც წინ უნდა უსწრებდეს შემთხვევების სტაბილიზაცია. პაციენტების უმეტესებოა ისევ ჟანგბადდამოკიდებულია, რაზეც თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჟანგბადის მომარაგაბასთან დაკავშირებით საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ,სინოფარმის" დოზები მაღალი მოთხოვნილების გამო ამოიწურა, ამიტომ მოსახლეობას ახლა ჩინური წარმოების მეორე პრეპარატ ,,სინოვაკს" სთავაზობენ.