ეპიდვითარება და დარღვეული კოვიდრეგულაციები

29 აგვისტო 2021, 20:30 993 ნახვა

პანდემიის მეოთხე ტალღის სიმძიმის გათვალისწინებით, ვაქცინაციის ასაკის შემცირებას არ გამორიცხავს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი. ივანე ჩხეიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვების ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საკმაოდ დიდია და ის 400-500-ს შეადგენს. მისი თქმით  დელტა ვარიანტი, ბავშვებში  შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ ფიქრობს, რომ დროა 12- დან  15 წლამდე ასაკის ბავშვებში ქვეყანამ იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.

დღეს საქართველოში ჩატარებული ნაკლები ტესტირების ფონზე ვირუსით ინფიცირების 2 600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლების მზარდი სტატისტიკის მიუხედავად  ისევ გრძელდება ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვა რის გამოც-ჯარიმდება და ილუქება ობიექტები.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში