რეგულაციების დარღვევის გამო, შრომის ინსპექციამ კაფე „გარდენია“ დალუქა

29 აგვისტო 2021, 17:07 3575 ნახვა

კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო კაფე "გარდენია" დააჯარიმეს. შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, რესტორანი გუშინ, 28 აგვისტოს, სოციალური ღონისძიების ჩატარებისთვის „გარდენიას“ მფლობელი ზურაბ შევარდნაძე 2 000 ლარით დააჯარიმა. დღეს კი პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა.

აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ზურაბ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ გუშინ მას პირადი სტუმრები ჰყავდა და ღონისძიება არ იმართებოდა. 

"ამ სახლში ვცხოვრობ, აქ ვიღებ სტუმრებს კარები ღია არაფერი ღონისძიება არ ყოფილა. სტუმრები იყვნენ ჩემთან, 22 კაცი პირადი სტუმრები მყავდა გუშინ", - აცხადებს შევარდნაძე. 

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი