ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებასა და შერჩევით სამართალზე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბრიფინგზე. ნიკა ობოლაძის განცხადებით საზოგადოების დაცინვაა, რომ ადამიანს, რომელიც თავის სიცოცხლეზე წუხს, ვეუბნებით - პასუხები კი არ მიიღოთ თქვენს კითხვებზე, მიიღეთ ლატარიის ბილეთები.
მაგრამ რა გვიკვირს? მთელი ერი ამ სიკვდილ-სიცოცხლის ლატარიაში ვართ ჩართული, აცხადებს ოპოზციის წევრი. ის საზოგადოებას სპეციალისტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აქვთ გეგმა როგორ მართონ ქვეყანაში ეპიდვითარება.