სანიოლმა ტრამვირებული ფანცულაიას ნაცვალად გიორგი ზარია გამოიძახა

28 აგვისტო 2021, 16:14 1332 ნახვა

ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა. ბათუმის დინამოს ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იყო გამოძახებული, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება.

გიორგი ფანცულაიას მისი თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის გიორგი ზარია, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დებიუტანტია. აქამდე სანიოლს კიდევ ერთი იძულებით ცვლილება მოუწია. ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრებში გიორგი წიტაიშვილი ჩაანაცვლებს.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

  • 2 სექტემბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველო - კოსოვო 20:00;
  • 5 სექტემბერი, ბადახოსი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ესპანეთი - საქართველო 22:45;
  • 8 სექტემბერი, სოფია | ამხანაგური მატჩი ბულგარეთი - საქართველო 20:30;

სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი