ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა

25 ნოემბერი 2016, 00:00 3557 ნახვა

ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების რეაბილტაცია, ბაღის მშენებლობა _ ამ მოთხოვნებთან ერთად საკრებულო მერიას ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს. საკრებულოს წევრებს აინტერსებთ როდის დასრულდება ''იაფი სახლისა'' და ''ანგისის სტადიონის'' რეაბილიტაციის პროექტები და როგორ დაფინანსდება ''ბათუმის დინამო''. ოპოზიცია საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტის შემცირებაზე საუბრობს. მესამე სექტორის რეკომენდაცია კი ფინანსების ხარჯვას შეეხება. კონკრეტულად, ''სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის'' ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობსითვის ბიუჯეტში თანხა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ბათუმის ბიუჯეტის პროექტი 139 მილიონი ლარია. 

ამავე კატეგორიაში