ცესკო-ს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

26 აგვისტო 2021, 11:00 734 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა ოქტომბრის არჩევნებისთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს.

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო არჩევნებზე მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესის განსაზღვრას, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებს.

განიხილეს სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც.

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი