ფინანსური პოლიციის აჭარისა და გურიის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს.
დაკავებულია ორი პირი. მათ პროდუქციის შენახვა-გადაზიდვასა და საქონლის განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე შენახვაში ადანაშაულებენ.
საუბარია სხვადასხვა დასახელების სიგარეტზე, რომელთა საბაზრო ღირებულება თითქმის 20 ათასი ლარია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ელით.