ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე საბოლოო მონაცემები არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეიესუსის რწმუნებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის სარგებლის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არასაკმარისია.