საწოლების რაოდენობა იმ კლინიკებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ თითქმის იწურება.ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 656 თავისუფალი ადგილი. ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე მდგომარეობა საქართველოს არ ჰქონია კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე-ამბობენ სპეციალისტები.ინფიცირების შემთხვევბის დინამიკას თუ დავაკვირდებით, მცირედი კლება არის, თუმცა ქვეყანაში ჯერ ისევ წერტილოვანი შეზღუდვებია და გადამწყვეტი კიდევ უფრო გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მომდევნო რამდენიმე დღე იქნება. უნდა ავიცრათ-ერთმანეთისთვის, ახლა პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, გვეუბნებიან სპეციალისტები, რომელთა რეკომდენაციებიც მოსახლეობის მხრიდან ხშირად უგულებელყოფილია და ამას კოვიდსტასტიკაც მოწმობს.