გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი, რამდენიმე პირი კი დაშავდა.
შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. გარდაცვლილია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: არქივი