მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა

25 აგვისტო 2021, 11:49 649 ნახვა

თითქმის ყველა პარამეტრი ეპიდვითარების შეფასების სისტემაში გაუარესებულია. 

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ სამეულში შედის.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას,  პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 214 მილიონს გადააჭარბა.

უოლდმეტერსის მონაცემებით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონ 46 ათასზე   მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში