უბედური შემთხვევა ბათუმში

25 აგვისტო 2021, 10:41 1214 ნახვა
00:00
00:00

ბათუმში 23 წლის კაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი ერთერთ ქუჩაზე სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამის პარალელურად  შრომის ინსპექცია სწავლობს თუ რამდენად ეხება ეს ფაქტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას.

ბათუმში ახალგაზრდა კაცი სარეკლამო ბანერის გაკვრისას გასულ კვირასაც დაიღუპა, ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი