პარაოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

24 აგვისტო 2021, 23:13 1711 ნახვა

25 აგვისტოდან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში პარაოლიმპიურ თამაშებზე მედლების გათამაშება დაიწყება. ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ორი წარმომადგენელი იასპარეზებს.

მედლებისთვის ეტლით მოფარიკავები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი იბრძოლებენ.

ირმა ხეცურიანი ხმალში B კატეგორიაში იასპარეზებს, ჯგუფურ ეტაპზე ირმა, გერმანელ სილვი ტაუბერს, იტალიელ როსსანა პასკუინოს, ტაილანდელ საისუნი იანას, ჩინელ რონგ შიაოსა და ამერიკელ ტერი ჰეიესს დაუპირისპირდება.

ნინა თბილიშვილის მეტოქეები კი ხმალში A კატეგორიაში ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან: რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი ევგენია სიჩევა, კანადელი სილვი მორი, პოლონელი კინგა დროზდზი და ჩინელი ჰაი იან გუ იქნებიან.

ასპარეზობა თბილისის დროით 05:30 საათიდან დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი