შეზღუდვების დაწესებიდან ათ დღეში დამატებითი რეგულაციები, ინფიცირებულთა ისევ 6000 ამდე ახალი შემთხვევა და 60 გარდაცვლილი. კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზეა, გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი და სიმსივნე. კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან 70% ჟანგბადდამოკიდებულია. მოკლედ ასეთი, საკმაოდ რთული და მძიმე ეპიდვითარებაა ქვეყანაში.