დინამო ბათუმის 7 ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში

24 აგვისტო 2021, 10:04 769 ნახვა

7 ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში დინამო ბათუმიდან - ბათუმური კლუბისთვის ეს რეკორდია. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა - 26 ფეხბურთელიდან სიაში 7 ბათუმელი და 5 დებიუტანტია, რომელთაგან 3 ასევე გია გეგუჩაძის გუნდში თამაშობს.

ქვეყნის პირველ გუნდში პირველად არიან გამოძახებულები ნახევარმცველები ვლადიმერ მამუჩაშვილი და სანდრო ალთუნაშვილი, ასევე თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია. ეროვნულ ნაკრებში ასევე არიან მიწვეულები: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი და ჯაბა ჯიღაური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი