ხოშტარიამ ბათუმში პარტიის ოფისი გახსნა

23 აგვისტო 2021, 19:57 1286 ნახვა

პარტია „ელენე ხოშტარია - დროამ“  ბათუმში, ბონი-მანთაშევი-ჭაობის უბანში ოპოზიციის საერთო კანდიდატად დიმა დარჩია წარადგინა.  დარჩიას რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პარტიები უჭერენ მხარს და როგორც პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, ბათუმში ოპოზიცია მოახერხებს მმართველი პარტიის დამარცხებას.  თავად დიმა დარჩიას თქმით კი, ქართულმა ოცნებამ უკვე დაიწყო მათი შტაბის წევრების დაშინება და ამომრჩეველთა მოსყიდვა, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ეს ოპოზიციას წარმატებაში ხელს ვერ შეუშლის. დღეს აჭარაში პირველი ოფისი პარტიამ ბათუმში გახსნა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში