მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში

05 აპრილი 2016, 00:00 5812 ნახვა

ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე რა სინჯის მედალს მოპოვებენ ქართველები, ხვალ გახდება ცნობილი. საქართველოს ნაკრები ტურნირზე წარმატებით ასპერეზობს. გუნდმა 4-დან სამი თამაში მოიგო, ბოლო მატჩს კი ხვალ ჰონგ კონგთან გამართავს. ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ჯგუფის სხვა შეხვედრების ანგარიშიც. თუ საქართველოს ნაკრები ჩემპიონი გახდება, მეორე დივიზიონში გადაინაცვლებს. საპრიზო ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ეს საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული პირველი დიდი წარმატება იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი თურქეთში მიმდინარეობს, მასში 6 გუნდი მონაწილეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში