23 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ნახევარი საათით მოძრაობა შეიზღუდება

23 აგვისტო 2021, 10:00 901 ნახვა

23 აგვისტოს ბათუმი-ახალციხის გზაზე ნახევარი საათით მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე კლდის ფერდიდან ჩამონაშალის გასუფთავებას ახორციელებს. სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 23 აგვისტოს 10:00 სთ-დან 10:30 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი