უკვე მეორე დღეა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში მოზარდს ეძებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანრე-მაშველები არასრულწლოვანს სპეციალური აპარატურით ეძებენ, პროცესში ჩართულია დრონიც.
შემთხვევა გუშინ მოხდა, აბაშის მერიაში განაცხადეს, რომ დაახლოებით 18:00 საათზე მდინარე რიონის სანაპიროზე მოთამაშე ოთხი არასრულწლოვანი მდინარემ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, მეთევზეებმა სამის გადარჩენა მოახერხეს, მეოთხე ბიჭი კი, მდინარემ გაიტაცა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.