საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრებს მცირედი დააკლდა ფიბა-ს ევროჩელენჯერის მოგებამდე.
ფინალი დაძაბული გამოვიდა და საქართველო უნგრეთთან მხოლოდ 3 ქულიანი სხვაობით 72:75 დამარცხდა.
საუკეთესო შედეგი ლუკა ლომთაძემ დააფიქსირა – 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება. ნიკოლოზ აბულაძემ კი 15 ქულა მიითვალა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა.