ქართველი ფეხბურთელები უკრაინიდან დაბრუნდნენ

20 აგვისტო 2021, 17:11 2065 ნახვა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კიევში, რომელშიც აჭარის ნაკრები მონაწილეობდა.

შეჯიბრება 2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ჩატარდა და აჭარის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ჩემპიონობის გარდა ბათუმელებმა კიდევ ორი პრიზი მოიგეს. ტურნირის ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით აჭარის ნაკრების კაპიტანი  დათო მაჭარაშვილი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით დაბრუნდა ბათუმში გეგა ამაღლობელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი