აუქციონი გამოცხადებულია. ბათუმის მერია საკათედრო ტაძრის მიმდებარე სკვერის იჯარით გაცემას გეგმავს. ის, ვინც აუქციონს მოიგებს, ვალდებული იქნება იჯარით აღებულ ნაკვეთზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი სივრცე. კონკრეტულად, 4 თვის ვადაში უნდა განათავსოს სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი, მათ შორის კარუსელები, ბატუტი, სათევზაო აუზი და სხვა, რომელსაც ექნება კომერციული დატვირთვა.
ასევე ამავე ვადებში და აღებული მიწის ნაკვეთის სიახლოვეს უნდა მოაწყოს ბავშვთა სასრიალო, სათამაშო მაგნიტური სილა და შშმ ბავშვებისათვის ადაპტირებული ინკლუზიური მინისაქანელები. ეს ყველაფერი კი უფასო უნდა იყოს.