მანამდე კი „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად ქობულეთში ლევან ზოიძე წარადგინა,რომელიც აქამდე ვიცე-მერი იყო. მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატის თქმით, მას ყოველთვის უშუალო კონტაქტი ჰქონდა მოქალაქეებთან და ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
მერობის კანდიდატთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრებიც წარადგინეს,რომელთაგან 3 ქალია. შეკრებილებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმა მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.