ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება

17 აგვისტო 2021, 18:10 876 ნახვა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს, მას ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება.  სამი ადამიანი ჩაცხრილეს ავტომანქანაში.  შემთხვევა კახეთში მოხდა და  დანაშაულში  ფიგურირებს  ყოფილი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. იგი უკვე დაკავებულია .

სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში