პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო.
თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს. შეიქმნა მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შესაბამისად ჩაერთვებიან პროცესებში.
აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.