კახეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.