ამ წუთებში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ხილის გამოფენა იმართება. წარმოდგენილია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტოტიკური და ადგილობრივი ფლორის 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე სახეობის ხეხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაციაა შესაძლებელი.