4 სექტემბრიდან, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში გასამართ ყველა ლიგაში, გარდა ასაკობრივი ლიგებისა - ფეხბურთელები და ოფიციალური პირები რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით დაიშვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ოფიციალურ მატჩამდე 48 საათით ადრე გაკეთებული ჰქონდეთ პსრ ტესტი და პასუხი ფედერაციას 8 საათით ადრე წარუდგინონ.
24 სექტემბრიდან კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან პსრ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.