საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგებში მატჩები 4 სექტემბრამდე არ გაიმართება. ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი აქვეყნებს.
"ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება.
ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 13 აგვისტოს, დაგეგმილი "კრისტალბეთ" ეროვნული ლიგისა და "კრისტალბეთ" ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები შეუფერხებლად გაიმართება," - აღნიშნულია განცხადებაში.