დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული ხილის გამოფენა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის 30 სახეობისა და ფორმის ციტრუსი და 50-მდე სახეობის ხეხილ-კენკროვნები. გამოფენის ფარგლებში მოეწყობა როგორც ნედლეულის, ასევე მისგან დამზადებული პროდუქციის დეგუსტაცია.